logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: შევთანხმდით, რომ კომიტეტში ღირსეული ადგილი არა მხოლოდ განათლებასა და მეცნიერებას, არამედ კულტურასაც დაეთმობა
- +

15 დეკემბერი. 2020. 15:54

 

 

„შევთანხმდით, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ღირსეული ადგილი არა მხოლოდ განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა, არამედ კულტურა არ იქნება, როგორც კომიტეტის არაერთი წევრი აღნიშნავს, სადღაც ჩაკარგული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განუცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკაში არიან და იბრძვიან, რათა ქართული კულტურა დაცული იყოს და შეუნარჩნდეს მომავალი თაობისთვის.

 

„სხვა მხრივ, აზრი არაფერს აქვს. ჩვენს კომიტეტში სპეციალური ჯგუფი შევქმენით, კულტურაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის დებულებას შეიმუშავებს და ამით კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს კომიტეტის საქმიანობაში ჩავრთავთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner