„დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ვისწავლეთ „კოვიდთან“ ურთიერთობის კულტურა“, – ამის შესახებ „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ვისწავლეთ „კოვიდთან“ ურთიერთობის კულტურა, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება წინა საახალწლო დღეებში ალბათ შესაძლებელია, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას და ის შრომა, რაც აქამდე სახელმწიფოს და თითოეული ექიმის მიერ იქნა გაწეული, შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს“, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.