ჟურნალისტი ზაზა დავითაია, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას, სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:
„არ მინდოდა ხასიათის გაფუჭება, მარა... შე ახვარო! სააკოვის სისხლიანი რეჟიმის მთავარი პროკურორი რომ იყავი და უდანაშაულო ადამიანებს შენი ჟღვლინტიანი ბელადის დილიხორზე რომ იჭერდი, იმათაც ხომ ჰყავდათ პატარა გოგოები... რამდენი პატარა გოგოსთვის, საყვარელი მამიკოს ნაწამები გვამი მიუსვენებიათ შენი არასწორობის გამო - გიფიქრია მათ დარდზე და მათ ცრემლებზე?
სააკოვის საამებლად, ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ფილმი რომ გადაიღე, ბნელ ოთახში „რუსთავი-2“- ის მსახიობები რომ შეყარე, საიდუმლო თათბირის იმიტაცია რომ მოაწყვე, რათა ჩვენს მიმართ შეიარაღებული გადატრიალების შეთითხნილი ბრალდება საზოგადოების წინაშე დამაჯერებლად წარმოგეჩინა.... მაშინ თუ იფიქრე, რომ ჩვენც, ამ უდანაშაულოდ ციხეში გამოკეტილ 12 ადამიანს - გვყვავდა პატარა გოგონები, რომლებიც შენი არასწორობის და დაუნდობლობის გამო იტანჯებოდნენ? რომ ჩვენი და ჩვენი შვილების ცოდვა ოდესმე წამოგეწოდა და დაგამძიმებდა?
შენი პატარა გოგოს ავადმყოფობა მაინც არავის გაუხარდება, ვისაც ღმერთი უყვარს და სიმართლის გამარჯვების სწამს... მაგრამ შენ ხომ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ შენი დათესილი უსჯულოების ყანა დამწიფდა, რაც დათესე, იმას მოიმკი და ახლა ყველაფრის გამო მოგეზღვება?
საკუთარი პირი საზოგადოებრივ ტუალეტს რომ დაამსგავსე სიმყრალით... ხომ უნდა მოგეხსენებოდეს, რომ სიტყვა-მატერიაა... თავის დროზე სამყარო სიტყვისგან შეიქმნა და... შენც, მაგ მყრალი სალაპარაკოდან არასწორად გამოსროლილი ყველა სიტყვა უკანვე, არეკლილი დაგიბრუნდება?!
იმის მაგივრად, მუხლებზე იდგე და ინანიებდე... კიდევ უფრო მეტ ზიზღს და დაუნდობლობას თესავ... ისევ სისხლი გწყურია... ისევ გვამები გელანდება და გული გწყდება, რომ ძალა აღარ შეგწევს, სიცოცხლის მოყვარული ადამინები ძველებურად - გვამებად აქციო...
გონს მოდი!
შეინანე!
თორემ... ჯერ სად ხარ... შენი განსაცდელები ახლა იწყება...
მოასწარი სინანული, თორემ, შენს მოსახარშ კუპრის ქვაბს უკვე შენთებული აქვს ცეცხლი!
გინდა, გირჩიო გამოსავალი, რასაც შენი უახლოესი ადამიანებიც არ დაგარიგებენ?
- სათითაოდ გაიხსენე ყველა შენი ავკაცობა... ვინც შენი ავკაცობის მიუხედავად, ცოცხალი გადარჩა - ყველას, დაჩოქილმა სთხოვე პატიება, ხოლო შენს გამო დაღუპულთა სულების საოხად, ღმერთს შეღაღადე!
აი, მხოლოდ ეს შეამსუბუქებს შენს საცოდავ ყოფას!
ციხე გემუქრება და სუნი დააყენე?
აქაურ ციხეს კიდევ რა უშავს...
მთავარია - იქაური სასჯელი აირიდო!
მე გირჩიე და აწი შენ იცი...“ - წერს ზაზა დავითაია.
შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ, ნიკა გვარამიამ ტელეთერით განაცხადა, რომ მის შვილებს, მასზე ნერვიულობის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.