logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: მედიახაზს ყველა ვხედავთ „მთავარი არხის“ ეთერში და ის უფრო ისტერიულია
- +

15 დეკემბერი. 2020. 18:31

 

 

„ელჩებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმის ორი ხაზი არსებობს: ერთია მედიახაზი და მეორე - მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოებული პროცესი და „ევროპული საქართველოს“ პოზიცია“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.

 

„მედიახაზს ყველა ვხედავთ „მთავარი არხის“ ეთერში და ის უფრო ისტერიულია. ამის ნაწილი იყო ბოკერიას მეუღლის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ამორალური საქციელი ჩაიდინა და გერმანიის ელჩს ჰოლოკოსტი შეახსენა. ესაა ისტერიული თავდასხმების ნაწილი. იგივეა ის, რასაც ნიკა გვარამია ამბობს თავის ეთერებში - რომ კელი დეგნანზე საუბარი, რომ ის ტრამპის ანასხლეტი და რუსეთის პროექტია. რაც შეეხება მეორე ხაზს - ესაა მოლაპარაკების მაგიდასთან რა პროცესები წარმოებს და რა პოზიციას იკავებს „ევროპული საქართველო“. გარეთ გამოსული ყველა ინფორმაციითა და ბოკერიას ბრიფინგებიდან გაცხადებული პოზიციებით ვხედავთ, რომ ესაა ყველაზე აქტიურად მოწინააღმდეგე პოლიტიკური ერთეული, რომელიც ამბობს, რომ არაფრის ფასად არ შევლენ ხელისუფლებაში, ვიდრე ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაში. გამოდის, ეს იგივეა, ერთ მხარეს გაარტყა და მეორე მხარეს ცდილობდე, დაამშვიდო. შიდა მოლაპარაკებებზე არიან დესტრუქციულები და გარეთ გამოსულები წერენ სტატუსებს, რომ ნიკა გვარამიას ელჩებზე თავდასხმა არასწორია. ამავდროულად, თამარ ჩერგოლეიშვილი ვერ მოითმენს და დაწერს, რომ გერმანიის ელჩი პოტენციური ნაცისტია“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner