logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: პოლიტიკოსი, რომელიც თავის ამომრჩეველს უკანონობისკენ წაახალისებს, დეპუტატობას არ იმსახურებს
- +

15 დეკემბერი. 2020. 18:40

 

 

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი, უკანონო მშენებლების დემონტაჟის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„კორპუსის წინ ბაღი მაქვს, წინა საუკუნეში რომ გაწმინდეს ნაგავსაყრელისგან ჩემმა დედამთილ-მამამთილმა და უვლიდნენ. ახლა იცით, როგორ მჭირდება, ის ბაღი ჩემი საკუთრება რომ იყოს, მაგრამ არ არის. მინდა ხეები დავრგო, ბოსტანი გავიკეთო, პატარა ატელიესაც ჩავდგამდი, მაგრამ... იმ ბაღში ხე ვერ დამირგავს თამამად და გაბედულად, იმიტომ, რომ არ მაქვს დაკანონებული, აუქციონზე მისი შეძენის ფინანსები კი მე არ გამაჩნია.  ხვალ რომ ჩამომართვან, ხმასაც ვერ ამოვიღებ. რკინის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვალით სახლი აიშენოს მიწაზე, რომელიც მიიტაცა. არაერთხელ გაკეთდა თბილისის მერიის მხრიდან მოწოდება, რომ უკანონო მშენებლობები დაინგრეოდა. ხოლო, პოლიტიკოსი, რომელიც თავის ამომრჩეველს უკანონობისკენ წაახალისებს, დეპუტატობას არ იმსახურებს.  უკანონობა ჩემთვის, არც ხელისუფლების მხრიდან არის მიღებული და არც ადამიანებისგან. ახლა, ვიღაც თუ ჩემზე მდიდარია და 9 სახლი აქვს, ამიტომ მე ვიყაჩაღო? ზოგჯერ მგონია, რომ ისეთი ქვეყანა გვაქვს, რასაც ვიმსახურებთ. იმდენი თაღლითი და უგულო ადამიანია ჩვენს გვერდით, ისე გაღლიტავენ ადამიანს, თვალს არ დაახამხაბენ და იმაზე არავინ იღებს ხმას. საარჩევნო კომისიაში ვიყავი და ახლა „ოცნებამ“ სახლი მომცესო, ასეთი ადამიანები ვერც „ოცნებას“ გამოადგება და ვერც ქვეყანას. ცოტა დავუფიქრდეთ, რას ჩავდივართ, როგორ ვცხოვრობთ და რისთვის ვიბრძვით?!“ - წერს შორენა პაპაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner