logo_geo
eng_logo
დავით სარაჯიშვილი დაკრძალულია ეკლესიის ეზოში... და ავტომობილების სადგომზე?!
- +

4 ივლისი. 2016. 05:23



პოეტი გუჯა შვანგირაძე დავით სარაჯიშვილის შესახებ წერს:


ვიცი, ჯერ ფოტოს დახედავთ..


მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის მიჯნაზე, არ არსებობდა საქართველოში რაიმე მოვლენა, რომელშიც ამ პიროვნებას მონაწილეობა არ მიეღო. აშენებდა, აღადგენდა, ქმნიდა, აწესებდა, ხსნიდა, აყალიბებდა.


არ არსებობდა მცირე თუ მეტად გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე თუ პიროვნება, რომელთა გვერდით არ მდგარიყო ეს ადამიანი და ბევრის ვინაობას საერთოდ ვერ გაიგებდა საქართველო, რომ არა იმ ადამიანის მხარდაჭერა, ფოტოზე რომაა გამოსახული.


მისი ერისკაცობის ერთ კონკრეტულ ფაქტსაც აღვნიშნავ...


1904 წლის გურია. აჯანყებები აჯანყებებზეა. მეფისნაცვალი ვორონცოვი სადამსჯელო რაზმის გაგზავნას და გურიის სისხლში ჩახშობას აპირებს. და მასთან მიდის დავით სარაჯიშვილი და ამ აქციის მიზანშეუწონლობის დამადასტურებელ სხვა არგუმენტებთან ერთად, მეფისნაცვალს ახსენებს, რომ მისი დიდი ფულადი ვალი აქვს და სთხოვს თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან. მიზანს აღწევს.


აღარ ვისაუბრებ მის უნიკალურ ანდერძზე, ეს მართლაც ცალკე თემაა.. ხოლო ობივატელების ერთ სენზე, უმადურობა რომ ჰქვია, კი გავამახვილებ ყურადღებას.

უბედურებაა მართლა, რომ ამხელა განსხვავებაა მეფის რუსეთის დროინდელ ქართულ საზოგადოებასა და დღევანდელს შორის და არა უკანასკნელის სასარგებლოდ.


დავით სარაჯიშვილი 1911 წელს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონში დაასაფლავეს. 1939 წელს მისი დამსახურებების კომუნისტური იდეოლოგიასთან შეუთავსებლობის გამო სარაჯიშვილის ცხედარი დიდუბედან ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.. 1995 წელს , უკვე "დამოუკიდებელი" საქართველოს არსებობის პერიოდში კიდევ ერთხელ გაიხსენეს დავით სარაჯიშვილი და კიდევ ერთხელ უცნაურად "დააფასეს" და ქაშვეთის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს..სადაც დღემდე იმყოფება.


აღარ შეგახსენებთ ახლა რომელი საუკუნეა და რომელი წელი.


დავით სარაჯიშვილი დაკრძალულია ეკლესიის ეზოში და საეკლესიო მაღაზიის წინ და ავტომობილების სადგომზე.(?!)


დიახ.


საზოგადოების თვითშეგნების ხარისხი, იმ უნარით განისაზღვრება , თუ რამდენად სწორი კრიტერიუმებით შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა, თუ ამა თუ იმ ადამიანის გაკეთებული საქმე და საქციელი.


ეს საზოგადოების დონეზეა საუბარი, .. ხოლო ღირსება და ადეკვატურობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ძალუძს საზოგადოებას საკადრისი მიუზღას ცუდსაც და კარგსაც.


და უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტიქტმა მაინც ხომ უნდა იმუშაოს ობივატელში, რომ იმათ, რომელთა წინაშე მართლაც ვალშია უკვე მერამდენე თაობა, მართლაც სათანადოთ დაუფასდეთ ამაგი.


რათა მერე ვინმეს,.. ვინმეს, ერთს მაინც მომავალიდან , ოდესღაც მაინც მოუნდეს იგივეს გაკეთება, რასაც დავით სარაჯიშვილი აკეთებდა."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner