logo_geo
eng_logo
დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა
- +

15 დეკემბერი. 2020. 21:26

 

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამოიკითხა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა თავდაცვის მინისტრის გამოკითხვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner