logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

16 დეკემბერი. 2020. 10:58

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 595 ადამიანს ჩაუტარდა.

 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 108 ადამიანი გადის, მათგან 95-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტს მკურნალობენ, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 26 პაციენტია მოთავსებული.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 7 409 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 5 387 და დაიღუპა 100 ადამიანი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner