logo_geo
eng_logo
პარიზის მერია მაღალ თანამდებობებზე ბევრი ქალის დასაქმების გამო დააჯარიმეს
- +

16 დეკემბერი. 2020. 12:15

 

პარიზის მერია მაღალ თანამდებობებზე ბევრი ქალის დასაქმების გამო დააჯარიმეს.

 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება 2018 წელს გენდერული თანასწორობის კანონის დარღვევისთვის ქვეყნის საჯარო სამსახურის სამინისტრომ 90 000 ევროთი დააჯარიმა.

 

პარიზის მერიაში მაღალ თანამდებობებს 11 ქალი და ხუთი მამაკაცი იკავებდა. საქალაქო საბჭოში შეხვედრისას, პარიზის მერმა, ან იდალგომ ჯარიმას „აბსურდული, უსამართლო, უპასუხისმგებლო და სახიფათო“ უწოდა.

 

2013 წლის რეგულაციის თანახმად, ერთ სქესს არ შეუძლია შეადგინოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე 60 პროცენტზე მეტი. კანონი მიზნად ისახავდა ქალთა უკეთეს წვდომას საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე.

 

ამჟამად, პარიზის მერიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე საჯარო მოსამსახურის 47 პროცენტი ქალია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner