logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა კახა კალაძეს: მოემზადე, დღეს თავდასხმას მოგიწყობენ, რატომ აჩუქა
- +

16 დეკემბერი. 2020. 13:00

 

მრავალშვილიან ოჯახს სახლიო...

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თბილისის მერ კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მახსოვს, ერთ ოჯახს უკიდურესად უჭირდა, მეზობელმა მოგვწერა, მრავალშვილიანი ოჯახია და მშიერი კვდებიანო...

 

დავირაზმეთ ჟურნალისტები, ვიყიდეთ მეწველი ძროხა, უამრავი პროდუქტი და ჩავუყვანეთ ამ  ოჯახს სოფლად.

 

- ამდენ რამეს თუ იზამდით და მართლა ასე დაეხმარებოდით, სულ არ დაგირეკავდითო, - გვებუზღუნა მეზობელი...

 

ასეა ეს!

 

კახა კალაძე, მოემზადე - დღეს თავდასხმას მოგიწყობენ, რატომ აჩუქა სახლიო...

 

- ხალხს ჩაგრულებზე უყვარს წერა და არა დასაჩუქრებულებზე!

 

დიდი, ადამიანური მადლობა, კახ“, - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner