„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რადიკალური და რედიკულური ოპოზიციის აღრევის ფონზე, ხანდახან გახსენდება, რომ ესენი ყველა, ერთი „ოჯახიდან“ არიან და რეალურად, სისხლის აღრევასთან (inbreeding) გვაქვს საქმე. ჰემოფილია არის ის უმცირესი მემკვიდრეობითი ნაკლი, რითაც ამათი პოლიტიკური შთამომავალი დაიდამღება, ცესარევიჩ ალექსივით. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მდაბიოებზეც ვრცელდება ეს წესი – ქუჩის ძაღლები (დვარნიაშკები) ხომ გაცილებით მედეგნი არიან, ვიდრე სუფთა სისხლისანი...“ – წერს ნაცვლიშვილი.