2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ხელმოწერის ცერემონია გამართეს.
კერძოდ, „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილის მიერ „პარტიუკებად“ მონათლულმა ოპოზიციურმა კანტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც „გაყალბებული არჩევნების შედეგებს“ არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
ხელმოწერის ცერემონიალში, რომელიც კოლექტიურ პოლიტიკურ ჰარაკირს წააგავდა, მონაწილეობა არ მიიღეს ალეკო ელისაშვილმა, „გირჩმა“ და „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბლოკში შემავალმა „რესპუბლიკელებმა“, რომლებსაც, დიდი ალბათობით, პარლამენტში შესვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ჯერჯერობით ვერ ბედავენ.
ისე კი, ძალიანაც თვალსასეირო იყო, თუ როგორ აწერდნენ ხელს ერთობლივ მემორანდუმს დრომოჭმული და ახალგამომცხვარი პოლიტიკანები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ბევრ ისეთ რაღაცაზე აქვთ ხელი მოწერილი, ნამუსი რომ ჰქონდეთ, ქუჩაში ცხვირის გამოყოფის შერცხვებოდათ.
მაგალითად, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ახლა პარლამენტში არშესვლას მოაწერა ხელი, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ხელი მოაწერა კომუნისტურ პარტიაში შესვლას, ხოლო პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პარლამენტში ისედაც ვერ შედის, თავის დროზე სპეციალური დანიშნულების რაზმით შევიდა ხაშურის ბორდელში, სადაც თურქული ტრაილერების მძღოლები და ქართული პოლიციის თანამშრომლები სექსუალურ ვნებებს ერთმანეთის მხარდამხარ იკმაყოფილებდნენ.
აღარაფერს ვამბობთ ოპოზიციური მემორანდუმის ისეთ ხელმომწერებზე, როგორებიც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა არიან, რომელთაგანაც პირველს ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარის გაქრობაზე აქვს ხელი მოწერილი, ხოლო მეორეს – თბილისის ბიუჯეტიდან 48 მილიონის აორთქლებაზე.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას აპრტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქცევენ, რომლებმაც პარლამენტში არშესვლის მემორანდუმზე ხელმოწერით, შესაძლოა გლდანის ციხეში შესვლას მოაწერეს ხელი!
მოგეხსენებათ, ხაზარაძე და ჯაფარიძე, როგორც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და აქციონერები, ოფიციალურად არიან ბრალდებული 17 მილიონი დოლარის გათეთრებასა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, სადღეისოდ კი თავისუფლებაზე იმიტომ იმყოფებიან, რომ სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიებად, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაო შეუფარდა, თითოეულის – 700 000 ლარის ოდენობით.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მიზანიც სწორედ ის იყო, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და სადეპუტატო იმუნიტეტი მოეპოვებინათ, რაც მათ გასამართლებასა და ციხეში ჩასმას სრულად თუ არ გამორიცხავდა, პროცედურულად მაინც გაართულებდა და დროში გაწელავდა. პოლიტიკას შეფარებულმა ყაჩაღ-ბანკირებმა მიზანს მიაღწიეს კიდეც – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს, თუმცა, იძულებული გახდნენ პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვათ.
დიახ, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პარლამენტში არშესვლის მემორანდუმს ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ ცალკე თავიანთი პოლიტიკური განცხადებების მძევლები აღმოჩნდნენ და ცალკე სააკაშვილის სექტის პოლიტიკურ ტყვეებად გადაიქცნენ. ყაჩაღ-ბანკირების ტანდემი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაიძახოდა – გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ისე გაიმარჯვოს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება შეძლოს, ჩვენ კი ივანიშვილის გუნდთან კოალიციაში არ შევალთ და საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევქმნათ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტიამ „ნაცმოძრაობასთან“ და სხვა პარტიებთან ერთად არჩევნებამდე მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არცერთი ოპოზიციური ძალა „ქართულ ოცნებასთან“ საპარლამენტო კოალიციაში არ შევიდოდა.
მოკლედ, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, როგორც პოლიტიკურმა ბრიყვებმა, ირწმუნეს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლებოდა და ქართველი ხალხი ქვეყნის სვე-ბედს „ნაცებს“, „ევრონაცებსა“ და ყაჩაღ-ბანკირებს ჩააბარებდა, მაგრამ, როცა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტის წინაშე დადგნენ, უკან დასახევი გზა ვეღარ იპოვეს, რადგან იგი არჩევნებამდე თავიანთი ხელით მოიჭრეს.
მართალია, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პოლიტიკური მორალი სულაც არ შეუშლიდა ხელს, „პლასტინკა“ გადაეტრიალებინათ და წინასაარჩევნო ფეხების ბაკუნი დაევიწყებინათ, მაგრამ სააკაშვილის ნაცში ისე ღრმად შესრიალდნენ, რომ იქიდან გამოსვლა უკვე აღარ შეუძლიათ. სხვა თუ არაფერი, ყაჩაღ-ბანკირ ხაზარაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან მრავალწლიანი სიამტკბილობა აკავშირებს, რადგან მისი „თიბისი ბანკი“ ბიზნესმენების დატერორებისა და „გაპარსვის“ საქმეში სააკაშვილის რეჟიმის უღალატო მოკავშირე იყო.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ 5-6 წლის წინათ, როცა „ასავალ-დასავალმა“ ყაჩაღ-ბანკირ ხაზარაძის დანაშაულებრივი საქმიანობის პერმანენტული მხილება დაიწყო, მთელი ქართული მედია, განსაკუთრებით კი სატელევიზიო სივრცე, ამ თემაზე პირში წყალს იგუბებდა და საეჭვოდ დუმდა, მაგრამ დღეს ბევრმა მათგანმა ენა ამოიდგა და ხაზარაძის შავ-ბნელ წარსულზე ალაპარაკდა.
მაგალითად, ტელეკომპანია „იმედმა“ რამდენიმე დღის წინათ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა იმას, თუ როგორ იყენებდა სააკაშვილის რეჟიმი ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკს ფინანსური რეპრესიების იარაღად, როგორ მიჰყავდათ ხელბორკილდადებული ადამიანები შუაღამისას „თიბისის“ ცენტრალურ ოფისში და როგორ აღებინებდნენ კაბალურ სესხს არარსებული სახელმწიფო დავალიანების დასაფარად თუ პროკურატურასთან საპროცესო გარიგების გასაფორმებლად, რის შემდეგაც ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკი მინიმალურ ფასად ისაკუთრებდა უზარმაზარ ქონებას, რომელსაც რეჟიმი უკანონოდ დაპატიმრებულ ბიზნესმენებს სესხის უზრუნველსაყოფად აგირავებინებდა...
ერთი სიტყვით, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი და ნაცმოძრაობა ერთმანეთთან დანაშაულებრივი წარსულით არიან გადაჯაჭვული, ეს კი ისეთი ჯაჭვია, რომლის გაწყვეტა და მოჯადოებული წრიდან თავის დახსნა, როგორც წესი, საბედისწერო შედეგით მთავრდება.
ერთი სიტყვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე თავიანთი წარსულით, აწმყოთიც და მომავლითაც სააკაშვილის ბანდის მძევლები არიან, რის გამოც გააკეთეს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არაფრით გააკეთებდნენ – მათთვის ეგზომ სანატრელი და საჭირო სადეპუტატო მანდატების დათმობას მოაწერეს ხელი.
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პარლამენტში არშესვლის მემორანდუმზე ხელის მოწერით ხაზარაძე და ჯაფარიძე საბოლოოდ შევიდნენ პოლიტიკურ ქორწინებაში „ნაცმოძრაობასთან“, რომელიც ამ შემთხვევაში, ქმრის როლსა და ფუნქციას ასრულებს!
როცა ხელი გაქვს მოწერილი ზონდერკომკავშირელობასა და ეროვნული მოძრაობის მიტინგის დარბევაზე, როცა ხელი გაქვს მოწერილი „საქართველოს სახალხო საინვესტიციო კორპორაციიდან“ ხალხის ანაბრების მიტაცებაზე, როცა ხელი გაქვს მოწერილი მართლმადიდებლობისა და ეკლესიის მაგინებელი „ტუალეტის მჯღაბნელებისთვის“ პრემიების დარიგებაზე, როცა ხელი გაქვს მოწერილი ყაჩაღური საბანკო პროცენტებით ხალხის გატყავებაზე, მერე უკვე პოლიტიკურ მმაჩის ბიუროში ნაცმოძრაობასთან ხელის მოწერა პრობლემა აღარ არის!
სხვა თუ არაფერი, როცა მერაბ კოსტავაზე ხელი გაქვს აწეული, სააკაშვილის სექტასთან ხელის მოწერას აღარაფერი დაგიშლის!
ასე რომ, ახლა საინტერესო მხოლოდ ერთი რამ არის: როცა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელს აწერდნენ, ჩაესმოდათ თუ არა ყურში „საბას“ პრემიის ოთხგზის ლაურეატის ლაშა ბუღაძის ეპოქალური სიტყვები: მაგარ მძღ...ში ვართ?!
ალბათ, ჩაესმათ და იგრძნეს კიდეც, მაგრამ იქიდან ვეღარასოდეს ამოვლენ!
გიორგი ძაძამია