„სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, გეტყვით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფილის საქმეები ვერ და არ იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი, ეს ცალსახად მართლმსაჯულების საკითხია.
„ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ დაყოფს ადამიანებს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად, ჩვენ ვიმსჯელებთ მუხლებზე და გადაწყვეტილების მისაღებად მთავარი კრიტერიოუმი იქნება ის, რომ ადამიანები, რომლებიც საპატიმროებიდან საზოგადოებაში დაბრუნდებიან, არ შეუქმენან საფრთზე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.