სომხური მხარის ინფორმაციით, მათ მთიანი ყარაბაღის ღადრუთის რაიონში მყოფ ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფთან კავშირი დაკარგეს. როგორც მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა, 60-მდე სომეხი სამხედრო აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვედ აიყვანა. ამის შესახებ Armenpress უწყება.
ბაგლარიანი მომხდარს „დაუშვებელ ფაქტს" უწოდებს და ყველა სამხედროს გათავისუფლებას მოითხოვს.
15 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს 44 სამხედრო ტყვე გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ ბაქოს 12 ტყვე დაუბრუნა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ტყვეთა გაცვლას გულისხმობს პრინციპით „ყველა ყველაზე“.
მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და 10 ნოემბერს დასრულდა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ.