ახლადშეკრებილი პარლამენტი 18 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს და მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს მინისტრთა კაბინეტს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებს, რაც რიგგარეშე სესიის რეჟიმში მოხდება.