logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: თურმე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ბიძინა ივანიშვილი დავიცვათ, ეს ტაბუ რვა წელია მკვიდრდება
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:31

 

 

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახი რა წუმპესა და ტალახსაც იტანს რვა წელია, თურმე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ბიძინა ივანიშვილი დავიცვათ. ეს ტაბუ რვა წელია მკვიდრდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა „რუსთავი-2“-ის ეთერში.

 

„მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ფიგურა და მასზე არის თავდასხმა. მე ვარ იქ, სადაც ვარ და ვიყავი, სადაც ვიყავი და რასაც მე ვიტან, არ გისურვებ. ეს ჩემი ვალია ავიტანო, მაგრამ როცა ოჯახებზე ხდება თავდასხმა, პატარა ბავშვებს როცა სახლში უვარდებიან, საერთოდ არ იცის ჩემმა სამი წლის ძმისშვილმა, მე რა საქმიანობით ვარ დაკავებული. როცა მას სახლში უვარდება „ტვ პირველი“ და შემდეგ თუ ჩემი პიარი არ დარეკავს და მორიდებულად არ ითხოვს, დაბლარეთ სახეო, სახესაც არ ბლარავენ.

 

როდესაც მე ვამბობ ისეთ რომანტიულ სიტყვას დაცინვით, რომ მზეთუნახავია, თქვენ ამით ხართ აღშფოთებული და რაც სალომეს უწოდეს, იმით არ ხართ აღშფოთებული?! თქვენ მეუბნებით, მერე რა მოხდა, ჟურნალისტია და შენ დეპუტატი ხარო. ვინ თქვა, რომ დეპუტატი უუფლებოა, ვინ თქვა, რომ მინისტრი უუფლებოა? ჟურნალისტს აქვს ვალდებულებები, უფლებები და ძალიან დიდი თხოვნა მექნება, იმიტომ რომ ეს არხი მართლა, მე რასაც ვუყურებ, თუ არ მეშლება, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მიუხედავად ბნელი და მძიმე წარსულისა, სანამ კანონიერება და სამართლიანობა აღდგებოდა, რესპექტაბელურ არხად. იქნებ რაღაცნაირად, ბოდიშს ვიხდი, რომ იდეას გაწვდით, ამ თემებზე გამართოთ დისკუსია, როგორც გვარამია იტყოდა, რა მოსულა და რა არ მოსულა. მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი ოჯახი არ არის?! მისი ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი ცოლი არ არის?! ამას უწყობთ ხელს თქვენ? თორემ მე დამესხით თავს რამდენიც გინდათ, ეს არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი და მე მაქვს თმენის ვალდებულება და ვითმენ. თქვენ გინახავთ, როდისმე მე დამეწუწუნოს, ცუდად მომექცნენო? მაგრამ თუ ჩემი ოჯახი ოჯახი არ არის, თქვენ ჩემს ოჯახს არ იცავთ, თქვენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არ იცავთ, თქვენ სალომე ზურაბიშვილის შვილებს არ იცავთ, თქვენ იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას“. - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner