logo_geo
eng_logo
ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და თეატრალური წარმოდგენა
- +

4 ივლისი. 2016. 11:12



ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა კომპანიებმა ქართული ღვინო, ჩურჩხელა, თაფლი, მაწონი და ტკბილეული წარმოადგინes, ხოლო, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით - ქართული თექის, კერამიკის, ტიხრული მინანქარის, ნაქარგობის, მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრებია გამოფენილი. გამოფენა-გაყიდვა „ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


გამოფენის პარალელურად, პანტომიმის თეატრის მსახიობებმა პერფორმანსი, ხოლო ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვისა და მუსიკალურმა ანსამბლებმა სესიის დელეგატებისთვის სპეციალური პროგრამა წარმოადგინეს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner