logo_geo
eng_logo
„საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტის უკრაინულ-ქართული მაქინაციები" - უკრაინულმა სააგენტომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:33

 

 

თემაზე „საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტის უკრაინულ-ქართული მაქინაციები", საინფორმაციო სააგენტო „ნოვინი უკრაინის“ დირექტორმა, ოლეგ დეინეკამ, ​მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე პრესკონფერენცია გამართა.

 

დეინეკამ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე, რის ფარგლებშიც გამოვლინდა მისი ფარისევლური ქმედების დამამტკიცებელი ფაქტები.

 

დეინეკამ ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელურ დათვლაზე, კერძოდ, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ და აღნიშნა, რომ ხმის დათვლის ფორმულაში განზრახ შეტანილი შეცდომა ორგანიზაციის მიერ თავდაპირველად გავრცელებული არასწორი შედეგების საფუძველი გახდა.

 

ოლეგ დეინეკამ განმარტა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გასაჯაროებული მონაცემები „ქართული ოცნების“ მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობაზე 2 პროცენტით ნაკლები იყო. უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ირწმუნება სააკაშვილი, რომ მისმა პარტიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დეინეკამ ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ იგივე შეცდომა დაუშვა 2003 წლის არჩევნებში, რის შემდეგაც ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. ოლეგ დეინეკა ირწმუნება, რომ არსებობს საფრთხე, სააკაშვილმა უკრაინაშიც იმავე სქემით იმოქმედოს და მცდარი საზოგადოებრივი აზრი შექმნას.

 

„ამ წუთებშიც მედიაში ვხედავთ თავად მიხეილ სააკაშვილის ფარისევლურ ქმედებებს. კერძოდ, სააკაშვილის ერთგული ფეისბუქ-გვერდები, როგორებიცაა „მიხეილ სააკაშვილი“ „ჩვენ ვირჩევთ მიხეილ სააკაშვილს“ „მიხეილ სააკაშვილი პრემიერად’, ვრცელდება ვიდეო-რგოლები, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ იგი იქნება უკრაინის პრემიერ-მინისტრი. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა მისცა ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინული ხელისუფლების შემოთავაზებაზე, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, მან უარით უპასუხა. ვფიქრობთ ეს პოლიტიკოსის მხრიდან, ფარისევლობაა (თეატრალური დადგმაა). რადგან მისი ლოიალური ფეისბუქ-ჯგუფები ხალხს მოუწოდებენ, დაუჭირონ სააკაშვილის კანდიდატურას მხარი. ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ საქართველოსთან. ამავე ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი კომენტარს აკეთებს, რომ მან უარი განაცხადა გამხდარიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმ არჩევნების შედეგების ფონზე, რომელიც ახლახან დასრულდა საქართველოში. მისი ციტატა ასე ჟღერს: „მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის შედეგად, ჩემმა პარტიამ გაიმარჯვა, მე მაშინვე მივხვდი, რომ არ მსურდა პრემიერ-მინისტრობა.“  ძალიან რთულია ამ ახსნა-განმარტების გაგება, თუმცა მკაფიოდაა ნათქვამი, რომ მისმა პარტიამ გაიმარჯვა ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლით. საქართველოში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა ხმების პარალელური დათვლა. იმ ორგანიზაციამ, რომელმაც ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა, აღიარა, რომ მათი ანგარიში ფალსიფიცირებული იყო, უფრო მეტიც ორგანიზაციამ გამოასწორა თავიანთი შეცდომა და ოფიციალურად გაზარდა მმართველი პარტიის ხმების რაოდენობა არჩევნებში და შესაბამისად, შეამცირა ოპოზიციის ხმების პროცენტული მაჩვენებელი. თავად ამ ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციას ჰქვია „სამართლიანი არჩევნები“, ლათინური ასოებით მათი აბრევიატურაა ISFED, ოფიციალურად განაცხადა, რომ ხმების დათვლის დროს შეცდომა იყო დაშვებული ფორმულაში, რის გამოც შესაბამისად შემცირებული იყო მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და გაზრდილი იყო ოპოზიციის ხმები. საქართველოში არის ტელეკომპანია, რომელმაც გამოიძია ეს სიტუაცია და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ISFED-მა ეს შეცდომა გააზრებულად დაუშვა, რომ ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო დაგეგმილი ქმედება, რამაც შედეგად გამოიღო იმ შედეგების გამოქვეყნება, რომლის შეცვლაც მოუხდა შემდეგ ორგანიზაციას. განაცხადა რა, რომ თითქოს ეს შეცდომა იყო. ის ადამიანი, რომელმაც ამ ფორმულაში შეიყვანა შეცდომა, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ ორგანიზაციაში და ეს პიროვნება ახლა იმალება საქართველოს ხელისუფლებისგან, რადგან მისი სახელი და გვარი გასაჯაროვდა, რადგან სწორედ იგია ის პიროვნება, ვინც ხმების დათვლის ფორმულაში შეცდომა შეიყვანა.

 

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ქართველმა ჟურნალისტებმა დეტალური გამოძიება ჩაატარეს ამ ორგანიზაციაზე, რომელსაც ISFED ჰქვია. ამის შემდეგ უკვე განაცხადა ორგანიზაციამ, რომ რეალურად მმართველმა პარტიამ 2 პროცენტით მეტი დააგროვა, თავდაპირველად ISFED აცხადებდა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო 45.8%, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებდა რომ ეს იყო 48.22%. თუმცა, ISFED-ის ახალი გასწორებული მონაცემებით, მმართველმა პარტიამ აიღო 47.6%, რაც პრაქტიკულად იგივე მონაცემია, რაც ცესკო-მ წარადგინა.

 

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამავე ორგანიზაციამ, ასეთივე შეცდომა დაუშვა 2003 წელს, იმ არჩევნების დროს, რომელიც ვარდების რევოლუციით დასრულდა. მაშინ ამ კომპანიის დირექტორი იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლისთანავე გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობდა დემონსტრანტებს, რომლებიც მაშინ პარლამენტში შეიჭრნენ. სწორედ მან უზრუნველყო რეჟიმის შეცვლა. ამას მოწმობს ჟურნალისტების მიერ მაშინ გადაღებული ვიდეო. სწორედ ჭიაბერაშვილის დამსახურებით გამოვიდა ეს მანევრი და ფარსი, შემდეგ იგი სააკაშვილის ადმინისტრაციაში იკავებდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი იგი გაასამართლეს, კერძოდ, სწორედ ხმების დათვლასთან დაკავშირებული მაქინაციებისა და გაფლანგული 5 მილიონის გამო. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ეს ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ყოველივე ეს იყო აფიორა და ასეთივე აფიორა შესაძლოა მოხდეს უკრაინაში, რადგან მიხეილ სააკაშვილი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანია IPSOS-ის უკრაინულ ფილიალთან. ეს კომპანია ცნობილი გახდა იმ სკანდალით, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა ფრანგული კომპანია „იფსოსი“ ატარებდა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას და აღმოჩნდა, რომ ეს არ ტარდებოდა ფრანგული კომპანიის მიერ, ფრანგულმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ უკრაინულ ფილიალს „მთავარი არხის“ დაკვეთით არ ჩაუტარებია გამოკითხვა, გაირკვა, რომ რეალურად კვლევა ჩაატარა საქართველოში დაქირავებულმა „IPSOS“-ის უკრაინული ოფისის ერთადერთმა წარმომადგენელმა. ჩვენ ახლა ვხედავთ იმის საფრთხეს, რომ სწორედ ეს სტრუქტურა გამოიყენოს უკრაინაშიც, თავისი სოციოლოგიური სტრუქტურით, რომ შექმნან მცდარი განწყობები ხალხში“, - განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner