logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: უბრალოდ საფუძველი არ არსებობს ვარაუდისთვის, რომ ამნისტია რაიმე კვალს დაამჩნევს კრიმინოგენულ მდგომარეობას
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:38

 

 

„კრიმინოგენულ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს არა კონკრეტული დამნაშავის სასჯელის ხანგრძლივობა, არამედ სასჯელის გარდაუალობის განცდა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, „დღის ქრონიკაში“ ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა.​

 

მისი თქმით ამნისტიის კანონპროექტი კრიმინოგენულ სურათზე ნეგატიურად არ აისახება.

 

„ამნისტია არ მგონია რაიმე საფრთხეს შეიცავდეს საზოგადოებისთვის. არ მგონია, რომ ეს რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც დატოვეს საპატიმრო დაწესებულებას ავტომატურად ჩაერთვება კრიმინალურ საქმიანობაში. ეს ასე ნამდვილად არ იქნება. უბრალოდ საფუძველი არ არსებობს ვარაუდისთვის, რომ ეს რაიმე კვალს დაამჩნევს კრიმინოგენულ მდგომარეობას. ეს მოსალოდნელი ნამდვილად არ არის. ამ კუთხით ნამდვილად ფრთხილად, გაზომვითი მიდგომები იქნა გამოყენებული და მე არ მგონია, ამ მხრივ რაიმე რისკის საფუძველი არსებობდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner