logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ამნისტია დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს შეეხოთ
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:54

 

„არ მგონია, ამნისტია დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს შეეხოთ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, „დღის ქრონიკაში“ ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა.​

 

„ამნისტია გამორჩეულია იმით, რომ აქ ვერ იქნება საუბარი ინდივიდუალურ შემთხვევებზე. ზოგადი შეფასება უნდა გაკეთდეს თითოეულ მუხლთან მიმართებაში და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ამნისტიის კანონმა, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, ძნელია, ვივარაუდოთ. მაგალითად, გარეჯის საქმესთან მიმართებაში, რა კვალიფიკაციითაც მიმდინარეობს პროცესები, მეეჭვება, აისახოს ამ საკანონმდებლო ინიციატივაში. არ მგონია, ასეთი მოთხოვნის წამოყენება პერსპექტივაში იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner