logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციას საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ერთი კვირა აქვს
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:55

 

„ვიდრე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გადაამოწმებს თითოეულ ხელმომწერის ან გადაწყვეტილების საფუძველსა და ნამდვილობას, მათ აქვთ საშუალება, საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მანდატების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით არსებული პროცედურები განმარტა.

 

„ოფიციალური მომართვების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს რეგლამენტით დადგენილი ვადა, როდესაც მათ უნდა გადაამოწმონ მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით პირთა რეალური გადაწყვეტილება და მხოლოდ დადასტურების შემდეგ ეს განცხადებები წარედგინება ბიუროსა და პლენარულ სხდომას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ვიდრე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გადაამოწმებს თითოეულ ხელმომწერთან ამ გადაწყვეტილებების საფუძველსა და ნამდვილობას, მათ აქვთ საშუალება, საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner