logo_geo
eng_logo
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:55

 

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

„გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ 8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დანაშაული სასჯელის ზომად ჯარიმას. 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner