„სიმართლე ისაა, რომ როგორც აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე საქართველოს პარლამენტში მომსწრე ვართ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების და დემოკრატიის მიმართ საბოტაჟს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანით დაადასტურეს, რომ „ქართული ოცნება“ არის უმრავლესობაში და შეუძლია, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა.
„პირდაპირ გეუბნებით, ეს არის საბოტაჟი დემოკრატიისა და არჩევნების შედეგების მიმართ, რასაც ვხედავთ, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი შანტაჟის ენით ესაუბრება მეორე ნაწილს და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ხელისუფლებას მაშინ, როცა ჩვენა ორ მილიონამდე მოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და მათ თქვეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს, „ქართული ოცნება“ არის უმრავლესობაში და შეუძლია, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.