logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ამნისტიის კანონი ეხება დანაშაულების სახეობას, ეს არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე
- +

16 დეკემბერი. 2020. 19:06

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება.

 

ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტში კონკრეტული სახელები და გვარები არ წერია.

 

„ამნისტია არ ეხება კონკრეტულ პირებს. ამნისტია ეხება კონკრეტულ ქმედებებს, კონკრეტულ დანაშაულებს. აქ სახელები და გვარები კი არ იწერება, ვის შეეხოს და ვის არა, პირმა თუ ჩაიდინა კონკრეტული ქმედება, საუბარია, რომ კონკრეტულ მუხლებს შეეხოს და კონკრეტული მუხლები იყოს ამნისტირებული, რომელიც არ არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

„ოპოზიციის ნაწილის მიერ დასმული კითხვა, რომ რატომ არ შეეხება ეს ამნისტია მომავალში კონკრეტულ ადამიანებს, ამნისტიის შესახებ კანონი არის ზოგადი და ეხება დანაშაულების სახეობას, ეს არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე, ან სასჯელის შემსუბუქებაზე, ეს უფრო პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება," - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

„ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ინიციატივა ეკუთვნის მე-10 მოწვევის პარლამენტს. მომზადებული პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგანაც, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 11 დეკემბრამდე. შეღავათები არ ეხებათ იმ პირებს, რომლებიც გასამართლდნენ მკვლელობის, ან ოჯახური ძალადობის მუხლებით.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner