logo_geo
eng_logo
აშშ-ის კოსმოსური სააგენტო: დედამიწას ხუთი ასტეროიდი უახლოვდება
- +

16 დეკემბერი. 2020. 20:57

 

 

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო იუწყება, რომ  დედამიწისკენ ხუთი ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან ორი იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული.

 

სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით,  სამი ასტეროიდი ჩვენ პლანეტას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

 

ორი ასტეროიდის დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner