logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ - ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ
- +

4 ივლისი. 2016. 11:36

 

 

არაოფიციალური ინფორმაციით, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილი ან კობა კობალაძე შეცვლის. „კვირის პალიტრა" დაინტერესდა, თავად თავდაცვის მინისტრი რომელ კანდიდატურას მიანიჭებდა უპირატესობას.



თინა ხიდაშელის განცხადებით, მას რომ ჰქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა ეყოლებოდა - სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი, თუმცა ის კაცი თავდაცვის მინისტრობას არასდროს დასთანხმდება.

ხიდაშელმა ვინაობის დასახელებისგან, თუ ვის ისურვებდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, თავი შეიკავა.



ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ - ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. ამ კითხვაზე პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი... თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დასთანხმდება ამ წინადადებას", - განაცხადა ხიდაშელმა.



მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა არჩევნებში პარტიული ნიშნით მონაწილეობაზე უარი თქვას და მინისტრად დარჩეს.



როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა და ვიზიარებ სრულად, ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე მივიღე, პოლიტიკურად და პრაქტიკული ამოცანებიდან გამომდინარე, შეთანხმებული და სინქრონიზებული იყოო. ზუსტად ისეთივე იქნება 8 ოქტომბრამდე მიღებული ჩემი ყველა გადაწყვეტილება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner