logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე: ჩემი პირველი რიგის ამოცანაა, ვიყო ღირსეული დეპუტატი
- +

17 დეკემბერი. 2020. 02:55

 

„მუსიკა და პოლიტიკა განსხვავებული სფეროებია, მაგრამ თუ შენ შეგიძლია და გაქვს იდეები იმისთვის, რომ თუნდაც შენს სფეროში რაღაც გააკეთო, პოლიტიკოსის რანგში მეტს გააკეთებ“, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა და პიანსტმა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.  

 

„ვფიქრობ, შევძლებ იმასაც, რომ წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცერტი მქონდეს და არ ვთქვა უარი ყველა შემოთავაზებაზე. მაგალითად, მარტში დაგეგმილია დუბაის საერთაშორისო ფესტივალი, ასევე მაისში და მოვახერხებ, ეს ჩემი სულიერი საზრდოა, რომ ვიყო პიანისტი და ვფიქრობ ეს არ მიშლის ხელს, თან ვიყო დეპუტატი და თან დავუკრა, თუ ეს არ შეუშლის ხელს ჩემს საპარლამენტო საქმიანობას. ჩემი პირველი რიგის ამოცანაა, ვიყო ღირსეული დეპუტატი და ჩამოვყალიბდე იმ პოლიტიკოსად, რაც მოლოდინია და პირველ რიგში, მე მინდა “, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner