logo_geo
eng_logo
კოტე ინაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავს გვესხმის მე და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს
- +

3 მარტი. 2016. 13:10

 

 

უფლებადამცველი კოტე ინაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს. როგორც უფლებადამცველმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ, რომ ინაშვილი ქურდული სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულონ.


„ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა, ცრუ ურთიერთ ბრალდებების სახით. ეს შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ჩემი და „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის მისამართით მიმდინარეობს ე.წ. თავდასხმა. მოგეხსენებათ, მე არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას, ვარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი და მხოლოდ იმიტომ, რომ მე და ირმა და-ძმა ვართ, ეს გახდა საფუძველი, რომ ჩემს მიმართ მსგავსი ქმედებები განხორციელდეს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი გადაცემიდან ამონარიდი, სადაც საუბარი იყო ქალაქ ქუთაისზე. გადაცემაში გვქონდა გამოკითხვა, სადაც საუბარი იყო პოლიტიკური პარტიების რეიტინგზე და იქ ლიდერობდა „ქართული ოცნება" და მეორე ადგილზე იყო „ნაციონალური მოძრაობა". მე ვიხუმრე, რომ ქუთაისს არ ეკადრება, რომ „ნაციონალები" მეორე ადგილზე არიან, ბოლოს და ბოლოს ქურდული ქალაქია, უფრო სწორად, აღარ არის ქურდული ქალაქი-მეთქი. ეს იყო ხუმრობა. ეს ხუმრობა ბატონმა დარჩიაშვილმა ამოჭრა და გაავრცელა სოციალურ ქსელში. ამას მოჰყვა მორიგი ტალახის სროლა. ეს ელემენტარულად სასაცილოა.

 

ათობით გადაცემა მაქვს გაკეთებული ამ სატანისტური მეთოდით, რომელსაც ქურდული ტრადიცია ჰქვია, მოწამლულ ახალგაზრდებზე. ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებას ამ საკითხზე", - განაცხადა კოტე ინაშვილმა.

 

კოტე ინაშვილი მიიჩნევს, რომ ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გახდეს და მსგავს ქმედებებში შემჩნეული ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner