„თუ დავაკვირდებით გიგი წერეთლის მოქმედებებს და დინამიურ კომუნიკაცებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას, ჩანს, რომ მას რთული დღეები უდგას", - ამის შესახებ დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა.
„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. რა წარმატებები და დადებითი შედეგები მოუტანა ეუთო-ს გიგი წერეთლის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობამ, ამას შეაჯამებს ხვალინდელი კენჭისყრა, რომელიც არის ფარული. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ არჩევნებზე", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება წერეთლის იდეოლოგიასა და მიდგომებს, თედო ჯაფარიძე აცხადებს: „არ მგონია, რომ გიგი წერეთელს თავისი იდეოლოგიით, თავისი მიდგომებით, განსხვავებული მიდგომები ჰქონდეს, ვიდრე თავის პარტიას. ვნახოთ, თუ გიგი წერეთელს აირჩევენ ასამბლეის პრეზიდენტად, დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია „ნაციონალურ მოძრაობას".