logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: გიგი წერეთელს რთული დღეები უდგას
- +

4 ივლისი. 2016. 11:36



„თუ დავაკვირდებით გიგი წერეთლის მოქმედებებს და დინამიურ კომუნიკაცებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას, ჩანს, რომ მას რთული დღეები უდგას", - ამის შესახებ დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა.


„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. რა წარმატებები და დადებითი შედეგები მოუტანა ეუთო-ს გიგი წერეთლის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობამ, ამას შეაჯამებს ხვალინდელი კენჭისყრა, რომელიც არის ფარული. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ არჩევნებზე", - აღნიშნა ჯაფარიძემ.


რაც შეეხება წერეთლის იდეოლოგიასა და მიდგომებს, თედო ჯაფარიძე აცხადებს: „არ მგონია, რომ გიგი წერეთელს თავისი იდეოლოგიით, თავისი მიდგომებით, განსხვავებული მიდგომები ჰქონდეს, ვიდრე თავის პარტიას. ვნახოთ, თუ გიგი წერეთელს აირჩევენ ასამბლეის პრეზიდენტად,  დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია „ნაციონალურ მოძრაობას".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner