logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2001 პაციენტი განიკურნა
- +

17 დეკემბერი. 2020. 11:18

 

 

საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2001 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 201 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 169 282 გამოჯანმრთელდა, 1 953 კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 471 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 758, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 247.

 

ამასთან, 16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner