„ხარკოვის არჩეული მერი, გენადი კერნესი კორონავირუსის ინფექციისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გენადი კერნესის გარდაცვალების შესახებ ბიზნესმენმა და მერის მეგობარმა პაველ ფუქსმა „ტელეგრამზე“ დაწერა.
ცნობისათვის, გენადი კერნესს კორონავირუსი სექტემბრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.