logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ხვალ შევხვდები არასასურსათო ვაჭრობის სექტორს და მოვისმენ, როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს
- +

17 დეკემბერი. 2020. 12:08

 

 

„ხვალ შევხვდები არასასურსათო ვაჭრობის სექტორს და მათგან მოვისმენ, რა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

„ჩვენ წინასწარ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებაა მოსალოდნელი. საზოგადოებაში არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. დაანონსებული შემსუბუქება ეხებოდა ვაჭრობის ინდუსტრიას. ხვალ შევხვდები არასასურსათო ვაჭრობის სექტორს და მათგან მოვისმენ, რა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინაიდან აჟიოტაჟური მოთხოვნის პირობებში რთულდება რიგების მართვა და ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner