logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 113,7 მილიონი აშშ-ის დოლარის ოდენობის დახმარება დაუმტკიცა
- +

17 დეკემბერი. 2020. 12:12

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის მორიგი დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფონდი სხდომაზე დადებითი შეფასება მიიღო საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანმა სტრატეგიამ.

 

„აღინიშნა, რომ მომავალი წელი იქნება ეკონომიკური აღდგენის წელი და ჩვენი ეკონომიკა სულ მცირე 4,3%-ით გაიზრდება. შედეგად სავალუტო ფონდმა, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, დაამტკიცა მორიგი დახმარება საქართველოსთვის - 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის დიდი ხნის ტრადიციული და სანდო პარტნიორი სავალუტო ფონდისთვის და სავალუტო ფონდის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მყარი გარანტი იმისა, რომ ყოველთვის როცა ჩვენ დაგვჭირდება, დონორთა საზოგადოება დაგვეხმარება ჩვენ, როგორც მოხდა პანდემიის საწყის ეტაპზე“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner