„გუშინ შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდგომი მე-7 შეხვედრა, სადაც განხილული იყო საქართველოს პროგრამის შესრულების მე-7 ეტაპი. ამ განხილვის დროსაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესისა და კომპანიების მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა
„აღინიშნა, რომ საქართველოს შემდგომი 2021 ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 3-4%, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უდნა გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე. ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რამეთუ ითვალისწინებს როგორც ხარჯვით ნაწილს, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ ჩვენ 2021 წელის ეკონომიკური წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ. ეს არის ის ეკონომიკური სწრაფი პოსტკრიზისული აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.