„ჩვენ ხვალ ჯანდაცვის სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი გვეწვევა, კერძოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი, ჰანს ბრუგე 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ხვალ ჯანდაცვის სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი გვეწვევა, კერძოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი, ჰანს ბრუგე 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როგორც წინა პერიოდის შეფასების კუთხით ასევე მასთან შეთანხმებული იქნება ყველა შემდგომი სტრატეგია, რომელიც არამხოლოდ კოვიდპანდემიის მართვის კუთხით გადაიდგმება, არამედ ჩვენ გვექნება საუბარი ყველა რეფორმაზე, რომელიც ჯანდაცვის გეგმაშია“, - განაცხადა ტიკარაძემ.