სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენეს. მათგან 10 თურქეთის მოქალაქე და 3 უცხოელია. ყველას ბრალი წაუყენეს მკვლელობის, სახელმწიფოს ერთიანობის წინააღმდეგ ქმედების და ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით.
„როიტერის" ცნობით, ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით უკვე 40 ადამიანია დაკავებული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 28 ივნისს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.