logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დაფინანსების თაობაზე ჯანსაღი პოზიცია მხოლოდ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ ჰქონდათ
- +

17 დეკემბერი. 2020. 13:13

 

 

„თუ პოლიტიკური პარტია უპირისპირდება დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დემოკრატიულ სისტემას, მაშინ ის ვერ ისარგებლებს იმ პრივილიგიებით, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესში ჩართულობასთან. თუ ამ ჩართულობის წინააღმდეგ გამოდის, ბუნებრივია შესაბამისი პრივილიგიებით არ უნდა ისარგებლოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, დაფინასების თაობაზე ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა მხოლოდ 2 პარტიას, ეს იყო „გირჩი“ და „მოქალაქეები“.

 

„მათ თქვეს, რომ თუ ვინმე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ მონაწილეობს საპარლამენტო პროცესებში, მაშინ არც უნდა დაწეროს განცხადება დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით, ანუ მათ რაციონალური, ლოგიკური მსჯელობა შესთავაზეს თავის კოლეგებს ოპოზიციიდან. სხვებს არ ეყოთ გამბედაობა, ცდუნებას ვერ გაუძლეს და დაწერეს განცხადებები დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია სამარცხვინოა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner