logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპონენტები პროცესების ჩიხში შეყვანას ცდილობენ და თან სურთ, ამაში სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ
- +

17 დეკემბერი. 2020. 14:46

 

 

„ოპონენტები რასაც საუბრობენ, ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ სწორედ ჩიხში შეიყვანონ სიტუაცია და მათი მავნებლობის ხარისხი მიმართული არის სწორედ ქვეყნის ინტერესების და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. დესტაბილიზაცია ის პოლიტიკური ამოცანაა, რომელსაც მისდევენ ეს პოლიტიკური პარტიები და თან უნდათ, ამაში სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„სახელმწიფო ბიუჯეტი არ უნდა ნიავდებოდეს. ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და ამას არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს პარტიებს შორის ურთიერთობასთან. ეს არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ასევე ბიუჯეტში გადამხდელთა მიმართ და დამოკიდებულება იმ დაკვეთის მიმართ, რაც საზოგადოებას აქვს პოლიტიკური პარტიების მიმართ. იმუშაონ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები და კანონები მიიღონ, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოაყალიბონ და პასუხი მოსთხოვონ გაწეული სამუშაოებისთვის. ჩვენი ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა, რომელსაც რეალურად, არც რიგგარეშე არჩევნები და არც არანაირი არჩევნები არ აინტერესებს. რასაც საუბრობენ, ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ სწორედ ჩიხში შეიყვანონ სიტუაცია და მათი მავნებლობის ხარისხი მიმართული არის სწორედ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. დესტაბილიზაცია ის პოლიტიკური ამოცანაა, რომელსაც მისდევენ ეს პოლიტიკური პარტიები და თან უნდათ, ამაში სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ. მოლაპარაკებებს აზრი ყოველთვის აქვს, მით უმეტეს, თუ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ღებულობს. მათ შორის, ქართულ საზოგადოებასთან ერთად პარტნიორები ინფორმაციას იღებენ, თუ რა საფუძველი აქვს საბოტაჟს. უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და თუ გამოვლინდება დარღვევის, არჩევნების გაყალბების რაიმე ნიშნები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. სხვა შემთხვევაში, ამ კაპრიზის შესრულება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა თქვა - არჩევნები გაყალბდა, მას მხარი დაუჭირეს რომელიღაც პარტიის ლიდერებმა და ახლა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ რიგგარეშე არჩევნების თაობაზე, რაც აბსურდია როგორც სამართლებრივად, ასევე იდეურადაც და ლოგიკურადაც“, - აცხადებს ვოლსკი.

 

პარლამენტში საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი შევიდა. პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებასა და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner