logo_geo
eng_logo
ტიტე აროშიძე: გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია
- +

17 დეკემბერი. 2020. 14:56

 

 

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლის ფაქტს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. ტიტე აროშიძის თქმით, გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია.

 

„ჩავლეიშვილს უზნეოდ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები. მის მიმართ ერთგვარ ბულინგს აქვს ადგილი, ჩემი მხრიდან კი ვიტყვი, რომ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია. ჩავლეიშვილი განათლებისა და კულტურის კომიტეტში იმუშავებს, ვულოცავ მას სრულფასოვან წევრობას და ასევე მივესალმებით ყველა დეპუტატს, რომელიც უმაღლეს საბჭოში შემოსვლას გადაწყვეტს“, - განაცხადა აროშიძემ.

 

უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი - რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი შედის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner