logo_geo
eng_logo
ხურვალეთის მკვიდრი ორსულ ცოლთან ერთად ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა
- +

17 დეკემბერი. 2020. 15:06

 

 

სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა. ინფორმაციას სააგენტო Report.ge ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

 

სუს-ის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფეხმძიმე ქალს კი ქართულ მხარეს დღეს გადასცემენ.

 

„აღნიშნულ ფაქტს ვადასტურებთ. ჩვენ ჩვენის მხრივ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და მოვითხოვეთ მათი გადმოცემა და ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ მამაკაცმა ე.წ. მოქალაქეობა მიიღო, მეუღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა კი დღეს მოხდება“, - განაცხადეს უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner