logo_geo
eng_logo
საპენსიო სააგენტო: საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 პირი
- +

17 დეკემბერი. 2020. 15:07

 

 

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, დღეისათვის საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 258 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა მონაწილემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82 პირმა.

 

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო ხუთი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია.

 

საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9 პროცენტში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner