logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია
- +

17 დეკემბერი. 2020. 16:03

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია.

 

მისი თქმით, თუ ამ წელს პანდემია სამთხო-სათხილამურო კურორტების გახსნის საშუალებას ხელს არ შეუშლის, დამსვენებლებს წინა წლისგან განსხვავებით წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

 

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მთის კურორტების წყალმომარაგების პროექტები. ბაკურიანსა და გუდაურში იცით, რომ განსაკუთრებული პრობლემები იყო წყალთან მიმართებით, წელს ეს სამუშაოები დასრულდა. უკვე მზად არის გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების ტბის სისტემაც და თუ ჩვენ პანდემია მოგვცემს საშუალებას წელს სამთო - სათხილამურო კურორტი გავხსნათ, უკვე ჩვენს დამსვენებელს ეს პრობლემა აღარ ექნებათ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner