logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ან ამერიკის სხვა შიდა საქმეებში არ ჩარეულან
- +

17 დეკემბერი. 2020. 16:30

 

 

„რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ან ამერიკის სხვა შიდა საქმეებში არ ჩარეულან”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მიზნად ისახავს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაფუჭებას.

 

„რატომ ამჯერად არ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები ტრამპს არჩევაში? ეს თქვენი მხრიდან კითხვა არ არის, ეს პროვოკაციაა. ეს მიზნად ისახავს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაფუჭებას. ეს არის მიზეზი, რომ არ აღიარონ შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა შიდა ამერიკული მიზეზების გამო. ამ გაგებით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გახდა შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის მძევალი. ჩემი აზრით, ეს თავად მათთვის არის ცუდი, მაგრამ ეს მათი არჩევანია, დაე, გააკეთონ ის, რაც უნდათ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთში ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპს ქვეყნის შიგნით დიდი მხარდაჭერა აქვს და პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ გეგმავს.

 

პუტინის თქმით, რუსეთი ელოდება, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა მაინც მოგვარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner