ცენზურა სათაურშიც ჩვენია და ტექსტშიც ჩვენი იქნება, თორემ, იმ გემრიელმა კახელმა კაცმა ალეკო ელისაშვილს პირდაპირ უთხრა – „არ ჩაიჯ...ა, გენაცვალოს ჩემი თავი!“ ეს მოხდა შარშან, ნოემბერში, როცა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კახეთში იყო ჩასული და მოსახლეობას ხვდებოდა.
მთავრობით უკმაყოფილო და ოპოზიციურად განწყობილ ჭარმაგ კახელ გლეხს ელისაშვილმა იქვე მისცა პირობა, რომ არ ჩაიჯ...მდა.
მართალია, ალეკოს მთლად ისიც არ უთქვამს – არ ჩავიჯ...ამო, მაგრამ მამისტოლა კაცს, რომელიც აქეზებდა და აგულიანებდა – არ ჩაიჯ...ა, გენაცვალოს ჩემი თავი, უპასუხა – „ზადნი“ ჩაშლილი მაქვს და ბოლომდე მივაწვებიო!
უნდა ითქვას, რომ ალეკომ იმ კაიკაცს პირობა ბოლომდე ვერ შეუსრულა და მალევე ჩაიჯ...ა, რადგან პოლიტიკური ოპოზიციის ქურქში გახვეული მკვლელებისა და მწამებლების გვერდით დადგა, იმათ თანამებრძოლად და პოლიტიკურ თანამეინახედ იქცა, ვისაც, დრო იყო, ქვეყნის დაქცევაში ადანაშაულებდა და აქუბარდიას სატელევიზიო „ბუდკიდან“ უღრენდა.
ასე ჩაჯ...ულმა და თავლაფდასხმულმა იარა ალეკომ მთელი წელიწადი საპროტესტო აქციებზე, სატელევიზიო სტუდიებსა და ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოწყობილ საფიხვნოზე, სადაც, გუბაზ სანიკიძის მიერ თემურ ალასანიასთვის ჩაბარებული ანგარიშის თანახმად, სისულელეების მეტს არაფერს ლაპარაკობდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ ერთი წლის განმავლობაში ალეკოს გამუდმებით ჩაესმოდა ყურში კახელი კაცის შეგონება – „არ ჩაიჯ...ა, გენაცვალოს ჩემი თავი!“ როგორც ჩანს, გულის სიღრმეში აწვალებდა და მოსვენებას არ აძლევდა ის ამბავი, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას სექტასთან დადგომით მორალურად ჩაიჯ...ა! როგორც ჩანს, გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერის კარნახით ეძებდა გზებს მანკიერი წრიდან გასასვლელად! როგორც ჩანს, საკუთარ თავს უჩიჩინებდა – „გეყო, მეტჯერ აღარ ჩაიჯ...ა!“ და აი, ალეკომ მართლაც აღარ ჩაიჯ...ა!
ალეკომ ახლა მხილების მახვილი დაიჭირა ხელში და საქვეყნოდ ახადა ფარდა ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში დასადგურებულ ბალაგანს, პირდაპირ დაადო ხელი ბოკერიას, უგულავასა და ხაზარაძეს, როგორც პოლიტიკურ ლუპუსტაკებსა და ფილისტერებს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციასა და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლას ესწრაფვიან.
– ოპოზიციაში 90 პროცენტს სურს პარლამენტში შესვლა, მაგრამ ბოკერია და უგულავა ყველას აშანტაჟებენ და ნამუსზე აგდებენ, თვითონ სადეპუტატო მანდატები ვერ მოიპოვეს და ახლა მთელი ოპოზიციის ქუჩაში დატოვება და გამარგინალება უნდათ! – ამბობს ალეკო ელისაშვილი და იქვე დასძენს – ყველას მტერი ვარ, ვისაც ამ ქვეყანაში რევოლუცია უნდაო!
მოკლედ რომ ვთქვათ, ალეკომ ე.წ. ოპოზიციური ერთობა შეაზანზარა და საზოგადოებას ნაცოპოზიციის „შიდა სამზარეულოდან“ დაანახა, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკოსების ალიანსთან, არამედ დესტრუქციული და რევანშისტული სუბიექტების ანტისახელმწიფოებრივ სინდიკატთან, რომლის კოდური ლოზუნგიც არის, – „დაე, ქვას უთოვია, თუ ჩვენ ძალაუფლებაში არ ვიქნებით!“
ძალიან კარგია, რომ ალეკომ აღარ ჩაიჯ..ა და ნაცოპოზიციის ჩაჯ...ული მდგომარეობა სამზეოზე გამოიტანა!
ახლა უკვე აღარც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ალეკო პარლამენტში შევა თუ არა, რადგან მან მთავარი საქმე გააკეთ და მთელ ქვეყანას გააგებინა, რომ ოპოზიცია მაგრად მძღ...შია!
ცენზურა აქაც ჩვენია, თორემ, მამუკა ხაზარაძის ტუალეტის მჯღაბნელმა“ და „საბას“ პრემიის ოთხგზის ლაურეატმა ლაშა ბუღაძემ თავის დროზე პირდაპირ თქვა – „მაგარ მძღ...ში ვართ!“
მამუკა ხაზარაძესა და მთელ ნაცოპოზიციას ლაშა ბუღაძის ნათქვამი ზედმიწევნით აუხდათ!
დავით ჭანია