logo_geo
eng_logo
სუს-ი: დამახინჯებული ფორმით ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას
- +

17 დეკემბერი. 2020. 16:51

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ ადმინისტრაციული შენობების გამართული ფუნქციონირებისთვის უწყება ყოველწლიურად აცხადებს ტენდერებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ადმინისტრაციული შენობების გამართული ფუნქციონირებისთვის, ყოველწლიურად აცხადებს ტენდერებს და აფორმებს ხელშეკრულებებს. მათ შორის არის ფარდა-ჟალუზის ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება სამოცდაოთხი ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული ხელშეკრულება შედგება 8 პუნქტისგან. ამ პუნქტებს შორის არის ორი პოზიცია, რომელთა ღირებულება განსაზღვრულია ათას სამას ორმოცდაათი ლარით და არა სამოცდაოთხი ათასი ლარით. ხელშეკრულება ასევე, ითვალისწინებს პუნქტს, რომლის მიხედვით მომსახურება გაიწევა 2021 წლიდან, მხოლოდ მოთხოვნის და საჭიროების შემთხვევაში. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული და მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი, დამახინჯებული ფორმით ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას.

 

მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს მეტი პასუხისმგებლობისა და ინფორმაციის გავრცელებამდე, მისი ჯეროვანი გადამოწმებისაკენ“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner