logo_geo
eng_logo
ცესკო: ISFED-ს მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით
- +

17 დეკემბერი. 2020. 16:55

 

 

„ვვარაუდობთ, რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ გაითვალისწინა შესწორების ოქმები, რომლებიც გახლავთ შემაჯამებელი ოქმების შემადგენელი ნაწილი“, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, ოქმებში ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის აღნიშნული მონაცემები არის აბსოლუტურად გაურკვეველი“.

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. დისბლანსთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაავრცელეს, როგორც 1 ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემები. ჩვენთვის ეს მონაცემები არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ეს მონაცემები რადიკალურად განსხვავდება საუბნო-საარჩვენო კომისიების, ცესკოს მიერ დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან. ვვარაუდობთ, რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ გაითვალისწინა შესწორების ოქმები, რომლებიც გახლავთ შემაჯამებელი ოქმების შემადგენელი ნაწილი. არაერთი არჩევნებია, ისინი წარმოდგენენ სამართლებრივ მექანიზმს შემაჯამებელი ოქმებისას. ცესკომ დაამუშავა და გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით, ე.წ. დისბალანსი და ბიულეტენების მეტობა არის სულ 19 შემაჯამებელ ოქმში, რაც საქართველოს მასშტაბით გახსნილი უბნების 0,52%-ია. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ამასთან დაკავშირებით, რათა ეს ფაქტი შეისწავლონ და განიხილონ“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner