logo_geo
eng_logo
ავარიაში დაღუპული ოჯახის ვინაობა ცნობილია
- +

17 დეკემბერი. 2020. 16:57

 

 

დღეს, 17 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევაა ბაღდათი-ქუთაისის გზაზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

 

როგორც ცნობილია, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულია 16 წლის მოზარდი და თავისი მშობლები.

 

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, ოჯახი - იმედა ოქროჭელიძე, მისი მეუღლე ცუნცულა ენდელაძე და შვილი - ბექა ოქროჭელიძე - ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის მკვიდრი იყო.

 

არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბექა სტიქაროსანი იყო. მას ფეისბუქზე მეგობრები ემოციური ფრაზებით ემშვიდობებიან.

 

„ნეტა არ გამეცანი... სული მეწვის...მე ვამაყობ შენით“, - წერენ მოზარდები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner