„ჩვენს მიერ შეთავაზებული ამნისტიის ინიციატივა სრულად დაბალანსებულია და ყველა მოთხოვნას სრულად პასუხობს“, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწორის მეორე პინაზე არსებულ ინტერესებს - დაზარალებულის ინტერესით დაწყებული, სისხლის სამართლის პოლიტიკით გაგრძელებული.
„თითოეული მუხლი, დანაშაულის თითოეული კატეგორია, სწორედ ამ პრიზმაში უნდა გატარდეს. ეს განაპირობებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორად წარმართვას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„ამნისტიის შესახებ“ შესახებ კანონი და მისგან გამომდინარე საკანომდებლო ინიციატივები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.