logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენს მიერ შეთავაზებული ამნისტიის ინიციატივა სრულად დაბალანსებულია და ყველა მოთხოვნას სრულად პასუხობს
- +

17 დეკემბერი. 2020. 17:13

 

 

„ჩვენს მიერ შეთავაზებული ამნისტიის ინიციატივა სრულად დაბალანსებულია და ყველა მოთხოვნას სრულად პასუხობს“, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

 

დეპუტატის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწორის მეორე პინაზე არსებულ ინტერესებს - დაზარალებულის ინტერესით დაწყებული, სისხლის სამართლის პოლიტიკით გაგრძელებული.

 

„თითოეული მუხლი, დანაშაულის თითოეული კატეგორია, სწორედ ამ პრიზმაში უნდა გატარდეს. ეს განაპირობებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორად წარმართვას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ამნისტიის შესახებ“ შესახებ კანონი და მისგან გამომდინარე საკანომდებლო ინიციატივები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner